20:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 10:47:37, 13111 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა

გვყავდა 35 პაციენტი, ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 34 დადასტურებული პაციენტი გვრჩება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში კვლავ 3 მძიმე პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.

„ჩვენს ცენტრში გვყავდა 35 პაციენტი, ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე გვრჩება 34 დადასტურებული პაციენტი. ახალი პაციენტი გუშინ ჩვენთან არ შემოსულა. ჯერჯერობით ისევ 3 მძიმე პაციენტი გვყავს და მათი მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება. დღესაც შეიძლება ვთქვათ, რომ დასტაბილურებულია სიტუაცია და პროგრესირება არ შეიმჩნევა. ერთ-ერთი მათგანი არის 80 წელზე ზევით და მას ჩაუტარდა დიალიზი. ეს არის სპეციალური სიახლე, რომელიც ჩაუტარდა ამ კრიტიკულ პაციენტს. მან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალბატონის პროგნოზი ალბათ, კეთილსაიმედო იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics