|
2020-05-20 10:56:30, 12738 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 26 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 26 პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. „ჩვენს ცენტრში ახალი პაციენტი არ მოთავსებულა. გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი. გუშინ 3 გამოჯანმრთელებული გაეწერა და ამ 19 გამოჯანმრთელებულიდან 3 ჩვენი ცენტრიდანაა. მძიმე პაციენტის სპექტრი არ შეცვლილა. კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს. ის კრიტიკული პაციენტი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში პროგნოზულად არაკეთილსაიმედი იყო, უკვე რამდენიმე დღეა მისი მდგომარეობა იმდენად დასტაბილურებულია და ყოველდღიურად უმნიშვნელო, მაგრამ გაუმჯობესება შეინიშნება, რომ ალბათ, პროგნოზზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კეთილსაიმედო უნდა იყოს. მეორე პაციენტი, რომელიც შედარებით ახალია, ჯერჯერობით კვლევ მძიმედ რჩება. მისი მდგომარეობა არასტაბილურია. უატრდება მკურნალობა ყველა მიმართულებით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)