11:20 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 11:39:17, 5211 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების ოფიცრებს უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ

საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყების მაღალი რანგის ოფიცრებს უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ. ოფიცრებისთვის უმაღლესი წოდების მინიჭება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თანახმად მოხდა. 

თავდაცვის ძალების დაარსების 29-ე წლისთავზე, განსაკუთრებული დამსახურების, ქართული ჯარის რეფორმირებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებს უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრები შეემატნენ. დასავლეთის სარდალს პოლკოვნიკ ჯონი ტატუნაშვილს, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს პოლკოვნიკ ირაკლი ჭიჭინაძესა და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალს პოლკოვნიკ იოსებ ლოლაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ.

თავდაცვის ძალებში განსაკუთრებული დამსახურებისთვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს - გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ გიორგი მათიაშვილს.  ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ მშვიდობის აღდგენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა გენერალ-მაიორი გახდა.

თავდაცვის უწყების რეფორმირებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, მინისტრის წარდგინებითა და პრეზიდენტის განკარგულებით, თავდაცვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიიღო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics