12:36 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 11:23:49, 588 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ბიზნესი ხელშეუხებელია

 "საქართველოში  ბიზნესი ხელშეუხებელია და ბიზნეს მეგობრული  გარემოა",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ლიტვის  ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა საქართველო-ლიტვას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერის თქმით, ბიზნესმენებს რეგიონში პროდუქტების საბაჟო ტარიფების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, საქართველოს  დიდი სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება  შეუძლიათ.

"ვინაიდან გვაქვს ჩვენ მეგობრული ურთიერთობები და  ყველა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა, ეს ორმაგად ხელს შეუწყობს ლიტვიდან და მეგობარი სახელმწიფოებიდან ინვესტიციების მოზიდვას, აქ  არის ბიზნესის ხელშეუხებლობა. და საქართველოში არის ძალიან ბიზნეს-მეგობრული  გარემო. შესანიშნავი დინამიკა და უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ისეთ სფეროებში,  როგორიცაა ენერგეტიკა,  წარმოება,  ლოჯისტიკა, ტურიზმი და ა.შ. ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია, რომ მწარმოებლები, რომლებიც ეძებენ უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს, საწარმოების დაარსებას საქართველოში ამჯობინებენ იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი დიდი სატრანზიტო პოტენციალი, რეგიონში პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, საბაჟო ტარიფების გარეშე. ჩვენი მთავრობისთვის ლიტვასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მივესალმებით ლიტველ ინვესტორებს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღესვე, საქართველო-ლიტვას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics