15:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-26 14:35:07, 13901 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეა თავართქილაძის განცხადებით, ჰოსპიტალს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტია.

„ამ ეტაპზე ჩვენთან არის 61 პაციენტი. რამდენიმე პაციენტი საკარანტინო ზონაში გადადის. 39 კოვიდინფიცირებულიდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს კლინიკას დატოვებს. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ COVID19-ზე დადებითი პასუხის მქონე ხუთი პაციენტი სხვა საავადმყოფოებიდან გვემატება. ჩვენთან გუშინ 13 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა უარყოფითი პასუხი მოვიდა. ამ ეტაპზე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათგან ყველა სპონტანურ სუნთქვაზეა. ორი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, სხვების მდგომარეობა სტაბილურია. დღეს 21 პაციენტის ტესტი გაიგზავნა და პასუხს საღამოს ველოდებით“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics