2020-04-24 11:48:43, 6801 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 710 238-მდე გაიზარდა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 710 238-მდე გაიზარდა, რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მან 190 890-ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 743 151 ადამიანი.
აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა 869 172-ს შეადგენს, ესპანეთში - 213 024, იტალიაში - 189 973, საფრანგეთში - 159 467, გერმანიაში - 153 129, ინგლისში - 139 246, თურქეთში - 101 790, ირანში - 87 026, ჩინეთში - 83 884 და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კორონავირუსი მსოფლიოს 185 ქვეყანაშია გავრცელებული.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან