14:47 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 20:17:42, 17325 ნახვა

ომი უკრაინაში
ხათუნა ზახაშვილი - სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მაღალი რისკის ზონებში მუშაობენ, ორ კვირაში ერთხელ ტესტირება ჩაუტარდებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, იმ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მაღალი რისკის ზონებში მუშაობენ, ორ კვირაში ერთხელ ტესტირება ჩაუტარდებათ.

მისი თქმით, ყველა სხვა სამედიცინო პერსონალს, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს რისკის მომატებულ კატეგორიას, ანტისხეულებზე პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ.

„მიღებულია ასეთი გადაწყვეტილება, რომ ორ კვირაში ერთხელ სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს მაღალი რისკის ზონებში, პირველ რიგში ესენი არიან ცხელების კლინიკებში და კოვიდ კლინიკებში მომსახურე პერსონალი, ასევე სასწრაფო დახმარების ჯგუფის სრული შემადგენლობა, ექვემდებარება ტესტირებას ოქროს სტანდარტით, პისიარ ტესტირებით. ყველა სხვა სამედიცინო პერსონალი, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს რისკის მომატებულ კატეგორიას, მათ ჩაუტარდებათ პირველადი ტესტირება ანტისხეულებზე, უმთავრესად სწრაფი ტესტებით პირველ ეტაპზე და თუ გამოვლინდა იქ კომბინაცია ანტისხეულების დადებითი მაჩვენებლების, რომელიც შერჩეულია, მათ ჩაუტარდებათ შემდეგ პისიარ ტექნოლოგიითაც ტესტირება, რათა გამოირიცხოს მათში აქტიური ინფექციის არსებობა“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics