14:47 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 13:09:29, 14129 ნახვა

ომი უკრაინაში
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - რეგიონიდან გუშინ გაგზავნილი 16-ვე ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას  განცხადებით, გუშინ სამეგრელოდან, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 16-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.

მისივე განმარტებით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 36 ადამიანი იმყოფება, ხოლო რეგიონი თვითიზოლაციას 174 პირი გადის, ამ პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაცია მოეხსნა 837 მოქალაქეს.

,,რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია, სასიხარულოა ის რომ ჩვენ 2 გამოჯანმრთელებული გვყავს, ზუგდიდის ინფექციურში ამჟამად არავინ გადის მკურნალობას. გვყავს ერთი  ინფიცირებული, რომელიც ამჟამად მკურნალობს ბათუმში. რა თქმა უნდა ეს არის სასიხარულო, თუმცა არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას, ვინაიდან საფრთხე ჯერ კიდევ არიდებული არ არის“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სასაფლაოების დახურვის შემდეგ, ტერიტორიაზე შესვლის კუთხით რაიმე სახის სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა. 

გუშინ კი რეგიონის მასშტაბით საგანგებო რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის 7 პირი დაჯარიმდა, მათ შორის ერთ სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების წესის დარღვევისთვის, მეორე კი საკომენდანტო  საათის დროს გადაადგილების წესის დარღვევისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics