03:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 11:31:05, 16617 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - 26 თებერვლიდან დღემდე 115 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ასეთი მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში 26 თებერვლიდან დღემდე 115 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ასეთი მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ქვეყენაში არსებული კრიტერიუმების გამოყენება სწორად და ადეკვატურად ხდება.

„კრიტერიუმები კარგად ტარდება. შეხედეთ მსოფლიოში რა ხდება. საქართველოში დაავადების კონტროლირებადი და ზომიერი მატებაა. 26 თებერვალს იყო პირველი შემთხვევა დაფიქსირებული და 26 თებერვლიდან დღემდე გვყავს 115 დადასტურებული შემთხვევა. ასეთი მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული კრიტერიუმების გამოყენება ხდება სწორად, ადეკვატურად და კარგად და თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა, რომ არ უხარია ქვეყნის წარმატება და ქვეყანაში არსებული კარგი შედეგები“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics