2015-06-14 15:56:25, 850 ნახვა
სპორტი
გიგლა აგულაშვილი: გეოლოგები იმუშავებენ და შეისწავლიან რამდენად მდგრადია ნიადაგი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ვერეს ხეობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც აგულაშვილმა აღნიშნა, გეოლოგები შეისწავლიან აღნიშნულ ტერიტორიაზე თუ რამდენად არის ნიადაგი მდგრადი.
„ჩვენი გეოლოგები იმუშავებენ, შეისწავლიან რამდენად მდგრადია ნიადაგი და მოგვცემენ ინფორმაციას ნალექის კიდევ მოსვლის შემთხვევაში რა საპროგნოზო ვითარება გვაქვს. პარალელურად ჩვენი მეტეოროლოგებიც მუშაობენ,“-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
ცნობისთვის, ვერეს ხეობაში მობილიზებულია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ითვლის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან