14:14 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-07 16:44:39, 1866 ნახვა

სპორტი
ქართველმა „ბორჯღალოსნებმა“რუსეთი ანგარიშით 16:7 დაამარცხეს

საქართველო-რუსეთის მატჩში ბორჯღალოსნებმა 16:7 გაიმარჯვეს.

 რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი აღმართეს.

პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში “ბორჯღალოსნებმა” ანგარიში გახსნეს.

ლელო ვასილ ლობჟანიძემ დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.

რამდენიმე წუთში კი თედო აბჟანდაძემ თავი ჯარიმით გამოიჩინა და 10:0 გახადა.

მატჩის 61-ე წუთზე რუსეთის ნაკრებმაც მოახერხა ლელოს დადება. ლელოს ავტორი რუსი მეორე ხაზელი (N5) გახლდათ, რომელიც რუსმა 10-იანმა გარდასახა და ანგარიში 10:7 გახდა.

66 წუთზე კვლავ ჯარიმით ანგარიში 13:7 გახდა, თუმცა არასრულ ერთ წუთში საქართველოს ნაკრების 15 ნომერი, დავით ნინიაშვილი დაჯარიმდა და თუმცა რუსებმა საკმაოდ ახლო დისტანციიდან ჯარიმა ვერ გაიტანეს.

მატჩის 74 წუთზე თედო აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა (16:7). საბოლოოდ მატჩი ქართველთა გამარჯვებით 16:7 დასრულდა და “ბორჯღალოსნებმა” რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი მოიპოვეს.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშება 23 ქულით და 5/5 გამარჯვებით დაასრულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics