20:55 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 15:55:04, 627 ნახვა

სხვადასხვა
„ნეიშენალ ჯეოგრაფკ საქართველოს“ მთავარი რედაქტორი: ადამიანები ცხოველებს პირში უვარდებოდნენ მათ გადასარჩენად

„მთელი ღამე, ადამიანები ცხოველებს უვარდებოდნენ პირში მათ გადასარჩენად...  მიუხედავად ამისა, ბევრი ცხოველი ვერ გადავარჩინეთ“, – ამის შესახებ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკ საქართველოს“ მთავარი რედაქტორი ლევან ბუთხუზი აცხადებს. 
ლევან ბუთხუზი იმ ადამიანების გმირობაზე საუბრობს, რომლებიც წუხელ, სტიქიის შედეგად დაზარალებულ  ადამიანებისა და ცხოველებს ეხმარებოდნენ. 
როგორც მან აღნიშნა,  მთელი ღამის განმავლობაში, ზოოპარკის თანამშრომლები და ასევე, სხვა მოქალაქეები ცხოველების გადსარჩენად „იბრძოდნენ“, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბუთხუზის თქმით, ბევრი ცხოველი მაინც დაიღუპა. 

„მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საშინელი ისაა, რომ ვერ შევძელით 3 ადამიანის გადარჩენა. მაგრამ ღამე ვნახე ის სასწაული, რისთვისაც ღირს ცხოვრება. თან ეს წამი კი არ გრძელდებოდა, არამედ მთელი ღამე! ადამიანები უვარდებოდნენ ცხოველებს პირში მათ გადასარჩენად. თამამად და დაუფიქრებლად! ზოოპარკის თანამშრომლები და სხვანი, ვისაც ამ საქმის გაეგება, არამარტო გუშინდელი ღამის გმირები არიან და ამას აკეთებდნენ არა გმირობის გამო, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად ცხოვრებაა არ შეუძლიათ! მიუხედავად ამისა, ბევრი ცხოველი ვერ გადავარჩინეთ“, – აცხადებს ლევან ბუთხუზი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება
27-ე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა - BOG, განათლების მთავარი მხარდამჭერი
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics