2015-01-20 17:08:35, 354 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ალასანიამ თამაზ სუხიაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა
„თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის თამაზ სუხიაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.
ალასანიას თქმით თამაზ სუხიაშვილი, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ყველა მებრძოლი, გმირია.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს სახელმწიფო სათანადოდ უნდა აფასებდეს.
ცნობისთვის, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები დღეს ხაშურის რაიონში იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან