14:31 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-19 11:22:04, 2289 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი ირანს სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს აფეთქებით ემუქრება, თუ ირანი ისევ დაარტყამს კატარს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაფერი იცოდა ისრაელის განზრახვაზე, დაებომბა ირანის სამხრეთ ფარსის გაზის საბადო.

ეს განცხადება მან Truth Social-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ირანში, სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე თავდასხმა ისრაელმა განახორციელა.

"ისრაელი, ახლო აღმოსავლეთში მომხდარი მოვლენების გამო გაბრაზების გამო, სასტიკად დაესხა თავს ირანში მდებარე სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სახელით ცნობილ მსხვილ ობიექტს. შედარებით მცირე ნაწილი დაზარალდა", - დაწერა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის მტკიცებით, აშშ-მა არაფერი იცოდა ამ კონკრეტული თავდასხმის შესახებ, კატარიც არანაირად არ იყო ჩართული მასში და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მოხდებოდა.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი თავს აღარ დაესხმება "უკიდურესად მნიშვნელოვან და ძვირფას" სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს, მაგრამ თუ ირანი ისევ გადაწყვეტს უდანაშაულო კატარზე შეტევას, აშშ საბადოს ააფეთქებს.

18 მარტს, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანში დაბომბა სამხრეთ ფარსის უმსხვილესი გაზის საბადოს ინფრასტრუქტურა, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მორიგი იერიში მიიტანეს ნავთობისა და გაზის ობიექტებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics