2026-03-24 11:33:53, 1251 ნახვა
საზოგადოება
სიონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ
სიონის საპატრიარქო ტაძარში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ და გარდაცვლილი პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღამით, საპატრიარქო ტაძარში მარტო იმყოფებოდა მეუფე იაკობი. ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევლთან ერთად ილია მეორეს პანაშვიდი გადაუხადა.
პატრიარქი ტაძარში გუშინ დაკრძალეს. ის 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. 93 წლის პატრიარქი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მის მკურნალობაზე ექიმების კონსილიუმი მუშაობდა. სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სამოქალაქო პანაშვილი 4 დღე 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,