13:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 20:07:04, 3416 ნახვა

კულტურა
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში თენგიზ უთმელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა საქართველოს სახალხო არტისტის, ,,სუხიშვილების" ანსამბლის ყოფილი წამყვანი სოლისტის, თენგიზ უთმელიძის პერსონალური გამოფენა „სუხიშვილები".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თენგიზ უთმელიძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ფოტომატიანე, რომელიც ასახავს ქართული ცეკვის აკადემიური ანსამბლის XX საუკუნის 60-იან-70-იან წლების შემოქმედებას.

ფოტომატიანე აცოცხლებს ანსამბლის საგასტროლო ცხოვრებას, მოცეკვავეთა შეხვედრებს მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანებთან, იმ ყველაზე წარმატებულ პერიოდს, რასაც ანსამბლის დამაარსებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი ,,ოქროს ხანას" უწოდებდა.

აღსანიშნავია, რომ თენგიზ უთმელიძე საქართველოს ეროვნულ არქივს საკუთარი კოლექციის ელექტრონულ ვერსიას გადასცემს და გასული საუკუნის 60-70-იანი წლებში სახელმწიფო ანსამბლის კონცერტების ვიზუალური მასალა კიდევ უფრო გაამდიდრებს ეროვნული არქივის მრავალფეროვან ფოტოკოლექციას.

ფოტოგამოფენა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და 19 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics