11:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 11:41:59, 1029 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია ერთიანია

„ჩვენი პოზიცია მტკიცე და ერთიანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიმართებაში“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ  ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრისას  განაცხადა.

"ჩვენი პოზიცია მტკიცე და ერთიანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიმართებაში. ვაფასებთ იმ სამუშაოს, რაც კანცლერმა ანგელა მერკელმა და პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გასწიე მინსკის შეთანხმების გაფორმებისთვის, თუმცა, გასული წლის გამოცდილებიდან ვიცით,რომ თუ არ განვახორციელებთ მონიტორინგს, ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, მაშინ, ეს ყველაფერი აზრს დაკარგავს," - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

ცნობისთვის, ბარაკ ობამამ და დონალდ ტუსკმა  უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ მინსკში მიღწეული შეთანხმების განსახორციელებლად საერთაშორისო მონიტორინგი გადამწყვეტ როლს თამაშობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics