14:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 16:37:31, 1609 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩვენი ხალხი რუსეთის ტყვეობიდან სახლში ბრუნდება. მათი უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა. ისინი უკრაინის დამცველები არიან, რომლებიც დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებში იბრძოდნენ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტყვეობიდან დაბრუნებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები.

„ჩვენი ხალხის დასაბრუნებლად მუშაობას ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანი თითოეული მათგანის გათავისუფლებაა“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics