14:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 12:10:58, 398 ნახვა

საზოგადოება
მსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო გახდება

მსუბუქი ავტომობილები  2 წელიწადში სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარებიან.
ცვლილებას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.
2017 წლის 31 დეკემბრამდე მსუბუქ  ავტომობილებისთვის პერიოდული ტესტირების გავლა ნებაყოფლობითი იქნება.
ამასთან, პროექტის თანახმად,  2017 წლის 31 დეკემბრამდე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება  ტვირთების გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სრული მასა 3 500 კგ–ს აღემატება. ასევე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8–ს აღემატება.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics