21:00 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-25 10:32:28, 8942 ნახვა

High - Tech
ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი რუსეთზე - სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია

Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა რუსეთში მის წინააღმდეგ „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის“ ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას დაუკავშირა. მან შესაბამისი კომენტარი თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა.

„რუსეთმა ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „ტერორიზმის ხელშეწყობის“ ბრალდებით აღძრა. ყოველდღე, ხელისუფლება ახალ საბაბს პოულობს რუსებისთვის Telegram-ზე წვდომის შეზღუდვის მიზნით, რადგან ისინი ცდილობენ პირადი ცხოვრებისა და სიტყვის თავისუფლების უფლების ჩახშობას. ეს სამწუხარო სანახაობაა - სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია“, - წერს დუროვი.

24 თებერვალს, პროპაგანდისტულმა გამოცემებმა „როსიისკაია გაზეტამ“ (RG) და „კომსომოლსკაია პრავდამ“ (KP), FSB-ის მასალებზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები Telegram-ის დამფუძნებლის ქმედებებს „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის“ მუხლით იძიებენ (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლის 1.1 ნაწილი). გამოცემები აცხადებენ, რომ ომის კონტექსტში, მესენჯერი „ნატოს ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებისა და კიევის რეჟიმის მთავარ ინსტრუმენტად იქცა“. გარდა ამისა, როგორც KP აღნიშნავს, Telegram-მა არ შეასრულა როსკომნადზორის მოთხოვნა 154 000-ზე მეტი არხისა და ბოტის წაშლის შესახებ, რომლებიც „ექსტრემიზმისკენ მოწოდებებსა და ცრუ ინფორმაციას“ ავრცელებდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics