16:06 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-09 21:39:36, 9184 ნახვა

სპორტი
ყაველაშვილმა ფიგურული ციგურაობის ფედერაციისა და ნაკრების წევრებს ღირსების ორდენები გადასცა

ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფიგურული ციგურაობის ფედერაციისა და ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

"მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა, ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა და სიამაყით ვიყავით განმსჭვალული თითოეული ჩვენგანი, იმიტომ, რომ იმ დიდ და გიგანტ ქვეყნებს შორის წარმოდგენილი იყო ჩვენი პატარა, მაგრამ ღირსეული და ნიჭიერი ქვეყანა. ვამაყობდით, რომ ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა გუნდმა, არ დასჯერდა ათეულის ადგილს, გავედით ხუთეულში. სულ ცოტა დაგვაკლდა, რომ ბრინჯაოს მედლები აგვეღო, მაგრამ ისტორიული შედეგი დაფიქსირდა - მეოთხე ადგილი. სასწაული მაინც მოხდა, ჩვენმა ლუკამ და ანასტასიამ, პირველად ქართული [ზამთრის] სპორტის ისტორიაში, შეძლეს ოლიმპიური მედლის მოპოვება და გაახარეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა. ეს მართლაც დიდი წარმატებაა ჩვენი სპორტისთვის და მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამიტომაც არის გამოკვეთილი ჩვენთვის სპორტის როლი ქვეყანაში. [...]

მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ამ ჯანსაღი პროცესისა, ჩვენდა სამწუხაროდ, იყვნენ ძალები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ზიანი მიეყენებინათ ამ ჯანსაღი პროცესისთვის, დაეზიანებინათ სპორტსმენები, ეს ჯანსაღი პროცესი, შუღლი შემოეტანათ, დაპირისპირება, მაგრამ ეს მათ ვერ შეძლეს, ყველამ ერთად, საზოგადოებამ, სპორტსმენებმა, ხელისუფლებამ, სახელმწიფომ, ყველაფერი გავაკეთეთ, გავუმკლავდით ამ გამოწვევას და გავიმარჯვეთ. სწორედ ასეთი გამარჯვების დღეს აღვნიშნავთ დღეს პრეზიდენტის სასახლეში. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრსს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენს გუნდს. მათი წარდგენით მე დღეს მაქვს პატივი ჩვენი გამორჩეული სპორტსმენები და მათი წარმომადგენლები ღირსებით ორდენით დავაჯილდოო. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, ვულოცავ სრულიად საქართველოს.“ - განაცხადა ყაველაშვილმა.

გარდა ღირსების ორდენისა, ოლიმპირ თამაშებზე მონაწილეობისთვის სპორტსმენებს გადეცათ 50 000 - 50 000 ლარი, ხოლო ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას 500 000 - 500 000 ლარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics