12:23 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 11:49:43, 516 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც მართლმსაჯულების რეფორმაში ხელს შემიწყობს

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც მართლმსაჯულების რეფორმაში ხელს შემიწყობს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს ის, რომ მას რეფორმები და რეფორმების გატარება უნდა უყვარდეს.

„კოალიციიდან წამოსული კანდიდატი იქნება ეს, თუ კოალიციის გარედან, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პროფესიონალიზმი და ყველა სხვა თვისება, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სჭირდება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობს მართლმსაჯულების რეფორმაში და არ იქნება მუდმივად ამ რეფორმების წინააღმდეგი. ეს არის ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომ ის უნდა იყოს რეფორმატორი და რეფორმების მოსურნე“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics