2015-03-26 18:23:56, 666 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ოფიციალური კურსით, ხვალ, 1 დოლარის შეძენა 2.2229 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს კი, 1 დოლარის ღირებულება 2.2255 ლარია. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ხვალ, 1 ევროს შეძენა 2.4472 ლარად იქნება შესაძლებელი. დღეს კი, 1 ევროს ღირებულება 2.4400 ლარს შეადგენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან