09:53 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 12:14:19, 537 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ ფონდების მოძიების და პროექტული განაცხადების შედგენის შესახებ ტრენინგი დაიწყო

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ახალი ტრენინგის - „ფონდების მოძიება და პროექტული განცხადების შედგენა არასამთავრობო სექტორში“ დაწყების შესახებ აცხადებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტიდან“ აცნობეს, ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს იცოდეს როგორ მოიძიოს საგრანტო დაფინანსება და შეადგინოს გამართული საპროექტო განაცხადი დონორებისთვის.

„ტრენინგი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სრულად არის ადაპტირებული ქართულ სპეციფიკასთან. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან თუ როგორ მოიძიონ ფონდები, გაწერონ კონცეფცია და შეადგინონ ბიუჯეტი. კურსი ითვალისწინებს საქართველოში ტრადიციული დონორების მოთხოვნებს, ასევე ურთიერთობისა და კომუნიკაციის დამკვიდრებულ ფორმებს. ტრენინგზე, დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკული დავალებების შესრულებას. შემაჯამებელ დღეს ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ინდივიდუალური კონსულტაცია მიიღონ ტრენერისგან და განიხილონ რეალური საპროექტო განაცხადება. ტრენინგზე რეგისტრაცის ბოლო ვადაა 10 აპრილი, 2015“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ კერძო პირებსა და კომპანიებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის ტრენინგს სთავაზობს. უნიევერსიტეტის ტრეინინგების მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კერძო პირებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ მათთვის სასურველი ტრენინგი ხანგრძლივობის, საგნის სიღრმისეულად ათვისების და კონკრეტული უნარების დახვეწის მიხედვით. კომპანიებს უნივერსიტეტი მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს სთავაზობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, ეწვიეთ: www.bog.edu.ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics