2015-03-24 17:14:10, 523 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით კვლავ გაუფასურდა.
ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარის შეძენა 2.2287 ლარად იქნება შესაძლებელი. დღეს კი, მისი ღირებულება 2.2265 ლარია.
რაც შეეხება ევროს, ხვალ 1 ევროს ღირებულება 2.44 ლარი იქნება. დღეს, კი მისი შეძენა 2.41 ლარად არის შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან