14:05 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 14:58:38, 626 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა „თანას“ ბენეფიციარებს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე მიულოცეს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნონა გალოგრემ და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სურმანიძემ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე, შშმ პირთა ცენტრ „თანას“ ბენეფიციარებს მიულოცეს.

სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ ტკბილეული მიართვეს და ბავშვების მიერ გამართულ კონცერტს დაესწრნენ.

ცნობისთვის, 2016 წელს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამედიცინო-რეაბილიტაციის რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. უწყებამ წელს პირველად აამოქმედა ადრეული განვითარების პროგრამა, რომელშიც ჩართულია შშმ სტატუსის მქონე 121 ბავშვი, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამით დღეისათვის რეაბილიტაციის კურსს გადის 450 ბენეფიციარი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ადაპრაციის პროგრამით ისარგებლა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 16-მა ბავშვმა, სავარძელ-ეტლი გადაეცა 114 შშმ პირს.

აღნიშნული პროგრამების განსახორციელებლად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 758 800 ლარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics