22:57 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-21 13:31:02, 553 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: მთავრობა შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად ეროვნულ ბანკთან 24 საათიან რეჟიმში მუშაობს

„მთავრობა შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად ეროვნულ ბანკთან 24 საათიან რეჟიმში მუშაობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმები, რომელიც სიტუაციის სწრაფად გამოსწორებას ემსახურება.

„მოგეხსენებათ, რომ რეგიონში არის ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარება. არის მძიმე სიტუაცია უკრაინაში, იქ არის საომარი მოქმედებები. ჩვენს რეგიონში კონკრეტულად რუსეთი იქნება ეს აზერბაიჯანი თუ სომხეთი, ზოგადად ევროპაში არის კრიზისი. შესაბამისად, საქართველო თავისი პატარა ეკონომიკით არის მიერთებული, დაკავშირებული ამ გლობალურ ეკონომიკასთან. ეს ბუნებრივია ჩვენს ეკონომიკაზე აისახება ნეგატიურად და ვერ ვიქნებით გამონაკლისი, წარმატებული ასეთ მძიმე ვითარებაში. მაგრამ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები. ჩემი დავალებით ეკონომიკური გუნდი მუშაობს აქტიურად. ჩვენ გუშინაც გვქონდა შეხვედრა. ვმუშაობთ კოორდინირებულად 24 საათის განმავლობაში ეროვნულ ბანკთან ერთად. გვაქვს გაწერილი გეგმები და ყველა ეს კომპონენტი ემსახურება იმას, რომ გამოსწორდეს სიტუაცია ძალიან სწრაფად. ასევე ინვესტიციების ხელშეწყობის კუთხით გვაქვს ჩვენ არაერთი საინტერესო მექანიზმები და წინადადებები მომზადებული. ამას ძალიან მალე გავაჟღერებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics