2015-02-19 10:04:19, 748 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო დონბასში საერთაშორისო მისიის შეყვანას ითხოვს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დონბასში გაერო-ს სამშვიდობო მისიის შეყვანას ითხოვს.
ამის შესახებ პოროშენკომ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დეესკალაციისთვის ეს კარგი და ეფექტური გამოსავალი იქნება“,-განაცხადა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, რომ მინსკში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სპრორუს მებრძოლებს და უკრაინელ სამხედროებს შორის აბრძოლო მოქმედებები არ წყდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან