12:25 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-21 22:09:34, 4948 ნახვა

საზოგადოება
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში 80-კაციან დელეგაციას გზავნის

რუსეთში წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარის, დეკანოზ თეოდორე კრიჩეტოვის ცნობით, ილია მეორის დაკრძალვაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია 80-კაციან დელეგაციას გზავნის, რომელსაც ბელარუსის ეგზარქოსი უხელმძღვანელებს.

"მე ვარ ქართული წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ბელარუსიდან. […] ბელარუსიდან მოდის ბელარუსის ეგზარქოსი და ის ხელმძღვანელია რუსეთის დელეგაციის. […] მონაწილეობა ამ მსახურებაში, ეს არის კარგი, ეს ეკლესიის ერთობაა, ეს ეკლესიის დიდებაა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. […] ძალიან დიდი დელეგაცია იქნება, 80 ადამიანი იქნება." - თქვა მან ტვ პირველთან საუბრისას.

20 მარტს რუსული პროპაგანდისტულმა მედიამ, სპუტნიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე რუსეთის საპატრიარქოს მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ბენიამინი წარმოადგენს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მეთაურობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 17 მარტს თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა, რომელიც დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება. ილია II-ს 22 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics