14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 11:33:27, 997 ნახვა

მსოფლიო
ეგვიპტეში ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში, ქალაქ უბურში ავეჯის ქარხანაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა.

20-ზე მეტ ადამიანს კი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა და დაზიანება აღენიშნება.           

ხანძარი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ავზის აფეთქებამ გამოიწვია, როდესაც მისი ტრანსპორტირება ხდებოდა. ცეცხლი 20-ზე მეტ სატვირთო ავტომობილს მოედო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქარხანას უსაფრთხოების სახელმწიფო სერტიფიკატი არ ჰქონდა აღებული.

ამასთან, ეგვიპტის სიდიდით მეორე ქალაქ ალექსანდრიაში სასურსათო მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics