15:34 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 16:27:46, 13721 ნახვა

High - Tech
უკვდავი ხეები კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სტრესისგან ხმება

გინგკო ბილობა-ერთადერთი ხეა, რომელიც ნაგასაკიზე მიტანილი ბირთვული აფეთქების შედეგად გადარჩა. მეცნიერები მას ხან "ბოტანიკურ აქილევსის ქუსლს", ხან "მუდმივ ხეს" ეძახიან, ხოლო ხალხში ის "ქალწულის ხეთ" არის ცნობილი.
საქმე იმაშია, რომ ხეების ამ სახეობის ასაკი და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაუდგენელია. ზოგი ბიოლოგი ამტკიცებს, რომ სათანადო პირობებში გინგკო ათიათასობით წლის მანძილზე არ ხმება.
ერთადერთი რამ, რაც ამ ხეებს ემუქებათ არის კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ხანძრები, დაავადებები, პარაზიტები ან ... სტრესი.
მეცნიერების დაკვირვებით გინგკოს ხეების უმეტესობას ასაკის ცვლილებები არ შეენიშნებათ და მათი იმუნური სისტემა ასაკთან არ ცვდება, როგორც დავუშვათ მუხის, წაბლის და სხვა ფოთლოვანი ხეების შემთხვევაში ხდება ხოლმე. გინკგოს უჯრედები წყალს ძალიან დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებენ, აგრეთვე მას მიწიდან ტოქსინების "ამოტუმბვა" და მიკროელემენტებზე დაშლა შეუძლია. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ტიპის ხეებზე თითქმის არ მოქმედებს რადიაცია. ყველაზე ხშირად გინგკო სწორედ სტრესისგან კვდება. სტრესი მცენარეებში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, როგორც წესი სტრესისგან ის ხეები კვდებიან, რომლებზეც კლიმატის ცვლილებები ყველაზე აქტიურად მოქმედებენ. ადამიანებისთვის საშუალო ტემპერატურის 0,3 გრადუსით მატება ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ხეები, რომლებიც გარკვეულ პირობებს არიან მიჩვეულები ეს მოვლენა ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს.
იაპონელი მიერების ბოლო კვლევების საფუძველზე დგინდება, რომ იმის მიუხედევად, რომ "ქალწულის ხე" სიკვდილისგან დაზღვეული არ არის, ის პრაქტიკულად უკვდავია. ეს ბიოლოგიური ფენომენი ღეროვანი უჯრედების მჭიდრო განლაგებით და მათი აქტიური განახლების საფუძველზე მიიღწევა. 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics