2018-11-07 10:49:05, 5261 ნახვა
კულტურა
თბილისში წიგნის დღეები გაიმართება
თბილისში, 8 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით წიგნის დღეები გაიმართება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს "ექსპოჯორჯია" უმასპინძლებს.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, დამთვალიერებლებს, ოთხი დღის განმავლობაში ახალი თარგმანების, ბესტსელერების და ქართველი ავტორების წიგნების შეძენა 50% მდე ფასდაკლებით შეეძლებათ.
ოთხი დღის განმავლობაში, "ექსპოჯპორჯიაში" სხვადასხვა პრეზენტაცია და სემინარი იგეგმება. ასევე, ბავშვებისთვის სამკითხველო და გასართობი სივრცეები მოეწყობა.
ავტორი: ,