13:44 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-20 16:51:42, 4027 ნახვა

სპორტი
​კობახიძე: გიორგი მარგველაშვილი ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში საკუთარი პოლიტიკური ინტერესი ჩაედო

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ჩაგდება- არჩაგდება, არც ერთი და არც მეორე, ჩვენთვის არ არის თვითმიზანი. მთავარია კანდიდატი როგორი იქნება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მოლოდინი ოპტიმისტური არ არის.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ სამწუხაროდ, მოლოდინი არ არის ოპტიმისტური და ეს პესიმიზმი დაკავშირებულია იმ პრაქტიკასთან, რომელიც აქვს ჩამოყალიბებული გიორგი მარგველაშვილს. ის ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში ჩაედო საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, და სწორედ ამის გამო ნიშნავდა თავის თანამშრომლებს სასამართლო სისტემაში, როგორც საკონსტიტუციო  სასამართლოში, ასევე უზენაეს სასამართლოში. ეს არის სამწუხარო პრაქტიკა.",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტი დაელოდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებას და ამის შემდეგ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს.

„ჩვენ არ გვგონია, რომ ხუთი წლის თავზე შეიცვალოს მარგველაშვილის დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის პესიმისტური. თუმცა, არც ჩაგდება-არჩაგდება ჩვენთვის არ არის თვითმიზანი. ჩვენ დაველოდებით კანდიდატურას და ამის შემდეგ ვიმოქმედებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics