21:37 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-30 16:48:55, 863 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად სააკაშვილი ოფიციალურად წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ოფიციალურად წარადგინა.

წარდგენის ცერემონიას ოდესის საოლქო საბჭოს ადმინისტრაციის თანამშრომლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოროშენკოს თქმით, სააკაშვილმა საკუთარი საქმიანობით ყველას დაანახა, რომ მას კარგი კრეატიული იდეები გააჩნია და მათი განხორციელება შეუძლია.

მისივე თქმით, სააკაშვილმა საქართველოში გამჭვირვალე, ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმები ჩაატარა, ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახადა, სამართლიანი სასამართლო შექმნა და ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის პრინციპებს იცავდა.

დღესვე, უკრაინის პრეზიდენტის საიტზე პოროშენკოს ბრძანება გამოქვეყნდა, სადაც ის სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას, უკრაინის განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესის გამო ანიჭებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics