2015-01-20 10:03:35, 301 ნახვა
საზოგადოება
მამა ილია კარტოზიას დღეს დაკრძალავენ
მამა ილია კარტოზიას დღეს დაკრძალავენ. მისი ცხედარი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშია დასვნებეული.
წირვის შემდეგ მას დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ, სადაც ის მსახურობდა.
შეგახსენებთ, ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან შვიდის გადარჩენა მოხერხდა, მამა ილია კი ზღვაში დაიხრჩო. მან ბორანზე ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან