08:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 15:30:00, 894 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის ეროვნული კრების პრესსამსახური გალუსტ სააკიანის და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრას ადასტურებს

სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე გალუსტ სააკიანი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ნამდვილად შეხვდნენ.

ამის შესახებ ეროვნული კრების პრესსამსახურის უფროსმა არსენ ბაბაიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა კერძო ხასიათს ატარებდა.

„სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრა კერძო ხასიათს ატარებდა. არანაირი ოფიციალური საკითხი არ განხილულა. ორი პირის კერძო შეხვედრა პოლიტიკურ პოზიციებზე ვერ იმოქმედებს“, - განაცხადა ბაბაიანმა.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს გალუსტ სააკიანს შეხვდა.

შეხვედრა მთიან ყარაბაღში შედგა. ოსური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სააკიანმა და ბიბილოვმა სომხეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ურთიერთობის განვითარების საკითხები განიხილეს. ბიბილოვის თქმით, ოსი ხალხი, რომელიც საქართველოს მხრიდან გენოციდის მსხვერპლი გახდა, სომეხი ხალხის ტკივილს იზიარებს. ბიბილოვმა და სააკიანმა შრომითი კონტაქტების გაღრმავებასა და „სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის“ განვითარებაზე მოილაპარაკეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics