03:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 11:11:11, 890 ნახვა

მსოფლიო
იტალიის პოლიციამ ქრისტიანების გემიდან გადაგდებაში ბრალდებულები დააკავა

იტალიის პოლიციამ 15 მუსლიმანი მიგრანტი დააკავა, რომლებიც ბორანიდან 12 ქრისტიანის გადაგდებაში არიან ეჭვმიტანილები.

თვითმხილველების ცნობით, ბორტზე ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც განელი და ნიგერიელი ქრისტიანები წყალში გადააგდეს. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა.

სამართალდამცავების განცხადებით, მუსლიმანები რელიგიური ნიშნით სიძულვილის საფუძველზე, ადამიანების განზრახ მკვლელობების გამო დააკავეს. ეჭვმიტანილები გვინეადან, კოტ-დივუარიდან, მალიდან და სენეგალიდან არიან.

ცნობისთვის, მიგრანტები ნავით იტალიის სანაპიროებთან მიღწევას ცდილობდნენ. ბორანზე 105 ადამიანი იმყოფებოდა.

გუშინ იტალიის ნაპირებთან ემიგრანტების კიდევ ერთი გემი ჩაიძირა, რასაც 40-ზე მეტი არალეგალი ემსხვერპლა. მხოლოდ ოთხშაბათის განმავლობაში კი იმავე პირობებში ხმელთაშუა ზღვაში 400-ზე მეტი ემიგრანტი დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics