13:26 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 18:42:27, 1865 ნახვა

კომენტარი Lifestyle
„სააკაშვილი ავანტიურისტია, რომელიც რეალურ პრობლემებს იყენებს და არა ჯადოქარი, რომელიც სათავისო რეალობას ქმნის“

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაა.

როგორც უსუფაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ იმ კომპლექსური სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის გარკვევა და დასკვნების გამოტანა.

"ბათუმში მომხდარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაა, რომელსაც აუცილებლად უნდა მოყვეს დამნაშავე პირების დასჯა. თუმცა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ იმ კომპლექსური სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის გარკვევა და დასკვნების გამოტანა, რამაც ეს ყველაფერი თავიდან კი არ აგვაცილა, არამედ მოამწიფა. სააკაშვილი მხოლოდ ავანტიურისტია, რომელიც რეალურ პრობლემებს სათავისოდ იყენებს და არა ჯადოქარი, რომელიც სათავისო რეალობას ქმნის", - წერს დავით უსუფაშვილი.

ცნობისთვის, ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა, სულ ოფიციალური ინფორმაციით 40-მდე პირია დაკავებული, 2 არასრულწლოვანი სასამართლო დარბაზიდან გაატავისუფლეს. მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics