15:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 13:45:01, 1848 ნახვა

კომენტარი
ხათუნა სამნიძე: მეუფე იაკობი პრემიერთან დაახლოებული პირია

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრები საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, მეუფე იაკობი პრემიერთან დაახლოებული პირია, რასაც პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მის მიერ გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს.

სამნიძის თქმით, პრემიერმა უდანაშაულობის პრეზუმფცია უხეშად დაარღვია. მანვე აღნიშნა, რომ პატრიარქის ტახტის მემკვიდრეებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს:

„ ჩანს ორი მხარე, ერთი არის ბათუმის მიტროპოლიტის, დიმიტრი შიოლაშვილის მხარე, რომლის გარემოცვაშიც არის დაკავებული დეკანოზი, ასევე დაცვის უფროსი, რომელიც არის მისი სიძე და მეორე მხრივ, არის იაკობი, რომლის რიტორიკა ცდება სასულიერო პირის ტერმინოლოგიას, როგორც ის მეტყველებს. იაკობი არის პრემიერთან დაახლოებული პირი, ამას ადასტურებს პრემიერის საჯარო განცხადება პროკურატურის განცხადების მეორე დღესვე, როდესაც მან უდანაშაულობის პრეზუმცია უხეშად დაარღვია და მხარე დაიკავა,  ეს ადასტურებს ამ მახინჯ ურთიერთობას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics