13:53 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 13:53:55, 1960 ნახვა

კომენტარი
ბესელია საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე: მზადდებოდა ძალიან მძიმე დანაშაული

"ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენა იქნა თავიდან აცილებული. რაც მთავარია, თავიდანაა აცილებული უმძიმესი შედეგი", - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს.

ეკა ბესელია არ აკონკრეტებს, ვის მიმართ, ვის მიერ და რა ფორმით მზადდებოდა მძიმე დანაშაული, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, როცა ამის შესაძლებლობა იქნება, დეტალურად საგამოძიებო ორგანოები ისაუბრებენ.

ეკა ბესელია მადლობას უხდის სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთა კოორდინირებული მუშაობის შედეგადაც, მისი თქმით, თავიდან იქნა აცილებული უმძიმესი დანაშაული.

"დაველოდოთ გამოძიების შედეგს. რაც მთავარია პატრიარქის უსაფრთხოებაზე მაქსიმალური ზომებია მიღებული", - განაცხადა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics