17:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 12:39:41, 2058 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ტუღუში: ვიმედოვნებ „ევროპული საქართველო“ შეძლებს, კონსტიტუციაში არასაჭირო ჩანაწერების გაჩენა არ მოხდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, ქორწინების საკითხი საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებულია და არანაირი საჭიროება არ არსებობს იმის, რომ კონსტიტუციაში დამატებითი ჩანაწერი გაკეთდეს.

ტუღუშის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ძირითადი საკითხებიდან ყურადღება   ამგვარ პოპულისტურ  დაპირებებზე გადაიტანოს.

„იმედს ვიტოვებ ვიმუშავებთ სერიოზულ საკითხებზე და კონსტიტუციაში  შევცვლით საარჩევნო სისტემას. ვიმედოვნებ „ევროპული საქართველო“ შეძლებს  კონსტიტუცია დარჩეს გამართული ამ ნაწილში მაინც და არ მოხდეს სხვადასხვა არასაჭირო ჩანაწერების გაჩენა“,-აღნიშნა ტუღუშმა.

ცნობისთვის, მმართველის გუნდის ინიციატივაა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics