16:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 15:21:31, 1575 ნახვა

კომენტარი
ზაალ უდუმაშვილი: ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ბოლო შტურმისთვის ემზადება

უზენაეს სასამართლოსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ, ტელეკომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ.

სიტყვით გამოსვლისას „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის წინააღმდეგ ბოლო შტურმისთვის ემზადება.

 “დიდი მადლობა, რომ ასე ერთხმად გვიჭერთ მხარს. თქვენ, ყველა ძალიან კარგად აცნობიერებთ, თუ რა პროცესებთან გავქვს საქმე.  ხელისუფლება ბოლო შტურმისთვის ემზადება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. მათ ყველა ბერკეტი გამოიყენეს, სასამართლო სისტემა გასვარეს.  ყველას გვახსოვს ურთმელიძის ნაჯახის და დედამისის ისტორია, ახლა უკვე ნაზღაიძის ისტორია. ჩვენ ერთიანობით შევძლებთ ამ არხის აგდარჩენას. მათ გასაგონად, ვისაც არ უყვარს ეს არხი: შეიძლება ეს არხი არ გიყვარდეს, მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ ეს არის ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების დასამარება. არ იქნება ჩიტების და მაგნოლიების ჭიკჭიკი.  შევძლებთ ერთხმად, თქვენი დახმარებით, ამ არხის გადარჩენას”, –  განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, უზენაეს სასამარლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას მართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics