13:25 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 15:12:27, 2078 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მზად ვარ, ენერგეტიკის მინისტრთან კონსულტაციებში საჭიროების შემთხვევაში მეც ჩავერთო

„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხზე ოპოზიციას ენერგეტიკის მინისტრთან  საპარლამენტო ფორმატში დისკუსია სურს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ამ თემაზე განაცხადა, რომ  კახი კალაძესთან კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს და საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, ამაში თავადაც ჩაერთოს:

„რაც შეეხება გაზპრომის საკითხს, ეს საკითხი დასვა ოპოზიციამ, მათი  სურვილია, რომ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი ჩაერთოს საპარლამენტო დისკუსიაში ამ კუთხით, გუშინაც ბიუროზე განვიხილეთ ეს საკითხი. უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები ენერგეტიკის მინისტრთან და გამოვთქვი მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მეც ჩავერთო კონსულტაციებში“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics