14:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 14:34:51, 1968 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხატიაშვილი: სახეზეა შუშის სასახლის ფეოდალის ისტერია, ხელში ჩაიგდოს დამოუკიდებელი მედია

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

"მე ვარ ალბათ ერთ-ერთი გამონაკლისი სამოქალაქო სექტორიდან, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმეს ყოველთვის ვესწრები, ყველა აქციაზე ვიდექი და დავდგები და ვამბობდი, რომ ეს არის შუშის სასახლის ფეოდალის ისტერია, ხელში ჩაიგდოს დამოუკიდებელი ტელეკომპანია და შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა. ჩემთვის სიურპრიზი არაა, რომ ხდება ზეწოლა მოსამართლეებზე. მოხდება ზეწოლა სამოქალაქო სექტორზე, რომ დამოუკიდებელ მედიას გვერდით არ დაუდგნენ", - აღნიშნა ხატიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავდნენ, მათ საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 14 იანვარს დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics