14:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 12:38:58, 1759 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კობახიძის გარდა სხვა კანდიდატურებიც განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე  მანანა კობახიძის გარდა სხვა კანდიდატურებიც განიხილებიან.

ვოლსკის თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი:

 „მე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ჯერ განცხადება არ ყოფილა და თუ იქნება კანდიდატურა დაყენებული, ან სხვა კანდიდატურები , ჩვენ საკმაოდ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ. არ დაგიდასტურებთ მანანა კობახიძეზე შეჩერდა თუ არა არჩევანი. სხვა კანდიდატურებიც განიხილებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ მკაფიო სურათი არ არის. ამასთან დაკავშირებით ფრაქციას უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადება ექნება",-აღნიშნა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics