16:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 12:58:38, 1670 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: სკოლებში სანიტარული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

„სკოლებში სანიტარული ნორმების დარღვევის შემთხვევაში დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად  დადგება“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ  ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბევრ სკოლაში აუთვისებელი ბიუჯეტის პირობებში სველი წერტილების პრობლემა კვლავ რჩება.

„ასე ვთქვათ,  ყველა მიმართულებით შევუტიოთ ჰიგიენტის საკითხს. ჩვენ დირექტორებს ვთხოვეთ, რომ რა დონეზეც არის შესაძლებელი მათი არსებული ინფრასტრუქტურით მოწესრიგება და სისუფთავე, ამისთვის ყველაფერი გააკეთონ. ეს ჩვენი დავალებაც არის, თხოვნაც და მოთხოვნაც. დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება იმ შემთხვევაში, თუ სველი წერტილების მოწესრიგება არ მოხდება. ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა ბიუჯეტის კუთხით მხარდაჭერა ექნებათ“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics