22:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 10:07:13, 1415 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე გვარამიას ცემის ფაქტზე: არ არის აუცილებელი მაინცდამაინც დაკავება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს განცხადებით, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეს მსუბუქი დანაშაულია და პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, თუმცა აცხადებს, რომ ის ძალადობას გმობს.

"ძალადობას არ აქვს არანაირი გამართლება, მე როგორც პოლიტიკოსმა, ეს შემიძლია ვთქვა, მაგრამ ჩემი აზრია, რომ არ არის აუცილებელი მაინცდამაინც დაკავება, მაშინ როდესაც სხვა შემთხვევებში ანალოგიურ დანაშაულზე არ შეეფარდათ დაპატიმრება. ეს არის ევროსასამართლოს რეკომენდაციებიც და ეს არის პრინციპებიდან გამომდინარე, რაც აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვის დროს განიხილება ხოლმე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არ უნდა იყოს გამონაკლისი, ნიკა გვარამია იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი თუ ქართული ოცნების მომხრე თუ მოწინააღმდეგე და ა.შ. ამას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. რაც არის დადგენილი პრაქტიკა, მაგალითად, ნაკლებად მძიმე დანაშაულებებზე, ასე უნდა გაგრძელდეს ამ შემთხვევებშიც“, - განუცხადა "რუსთავი2"-ს მამუკა მდინარაძემ.

ნიკა გვარამიასა და რეჟისორ დავით დოიაშვილზე მომხდარ ძალადობას მმართველი პარტიის სხვა წევრებიც გმობენ და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, საქმე სათანადოდ გამოიძიონ.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა 2 დღის წინ მოხდა. ნიკა გვარამიას თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. 

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლი მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics