08:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-10 13:50:42, 1778 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: ადმინისტრაციული რესურსის შემცირება, ავტომატურად ადამიანების სამსახურიდან დათხოვნას არ ნიშნავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის შემცირება ავტომატურად ადამიანების სამსახურიდან დათხოვნას არ ნიშნავს.

როგორც ბესელიამ განმარტა, საუბარია იმაზე, რომ ყველა უწყება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ დაზოგოს ადმინისტრაციული ხარჯები.

"ეს აუცილებელია, რომ შეიზღუდოს ყველაფერი ის, რისი შეზღუდვაც შეუძლიათ საჯარო მოხელეებს. თუ ამ პროცესში იქნება საუბარი კადრების ოპტიმიზაციაზე, ეს კარგად, გააზრებულად, გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს. აქცენტი არ კეთდება ადამიანების გათავისუფლებაზე. ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს, მაგრამ საჯარო სამსახურში საჭირო იქნება რესურსების სწორედ განაწილება. ეს რესურსი შეეხება ყველაფერს", - აღნიშნა ბესელიამ.

ცნობისთის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გუშინ, მთავრობის სხდომაზე, განაცხადა, რომ ოპტიმიზაცია შეიძლება მტკივნეული გადაწყვეტილებების, კადრების გათავისუფლების გარეშეც მოხდეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების  ბევრი რესურსი გააჩნიათ, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შტატების ოპტიმიზაცია მოუწევთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics