02:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 16:20:25, 1176 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კახი კალაძე: ელექტროენერგიას ყველა უშუქო სოფელში მივიყვანთ

ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებით,  ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

როგორც კალაძემ საკომიტეტო მოსმენისას აღნიშნა, ამ განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი, ენერგეტიკაა.

„საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა  და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების მიწოდების, ათვისების წყაროებისა და და დივერსიფიკაციის წყაროების გზით.  მომდევნო წლებში გაგრძელდება და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყანაში გენერაციის ახალი ობიექტების პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. მიმდინარეობს აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სრული რეაბილიტაცია.

მნიშვნელოვანია ასევე გაზსაცავის პროექტი და ამ პროექტის განხორციელებას 2017 წელს დავიწყებთ.გაგრძელდება ელექტრიფიკაციის პროცესი, განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდება უშუქო სოფლებზე. თუ რაიმე სოფელი არის გამორჩენილი, სადმე დაგვრჩა,  ყველგან მივიყვანთ ელექტროენერგიას და  საქართველოში ყველას ექნება  ელექტროენერგიით სარგებლობის საშუალება“,-აღნიშნა კახი კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics