16:40 - 16 Apr, 2026
|
2016-10-22 12:15:19, 2568 ნახვა
მსოფლიო
კამერუნში სარკინიგზო ავარიას 53 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა
კამერუნში სარკინიგზო ავარია მოხდა, რის შედეგადაც 53 ადამიანი გარდაიცვალა, 300-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების იფნორმაციით, სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა. ტრაგიკული შემთხვევა დედაქალაქ იაუნდესა და ქალაქ დუალას დამაკავშირებულ რკინიგზის მონაკვეთზე მოხდა. ავარიის გამო ორ ქალაქს შორის საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია. როგორც მედია იუწყება, ავარიის დროს 10 ვაგონი გადაბრუნდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ათობით ადამიანი გადაბრუნებული ვაგონების ქვეშ არის მოყოლილი. არსებული ინფორმაციით, მატარებელს დადგენილზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა და რამდენიმე დამატებითი ვაგონი ჰქონდა მიმაგრებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)